ზაქარეიშვილი თიბილოვს პასუხობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

“განცხადებების გარდა არაფერი არ კეთდება,” – განაცხადა მინისტრმა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი თიბილოვი აცხადებს, რომ ოს ხალხს სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, მაგრამ დღეს ამ პროცესმა შესაძლოა, მოსკოვი დააზარალოს.

“ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, მიღებულია გადაწყვეტილება გაერთიანებაზე, მას შემდეგ წელი, თვე, კვირა არ გავა, ამაზე საუბარი არ იყოს. ეს არის ოკუპაციის ნაწილი, საუბარიც კი ოკუპაციის ნაწილია. ჯერჯერობით საქმე საქმეზე არ მისულა, მაგრამ როგორც კი ამ ტიპის ნაბიჯები იდგმება, საერთაშორისო სამართალი ჩვენ მხარესაა,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები