პრემიერი იტალიელ კოლეგას ეროვნულ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იტალიელ კოლეგას, მატეო რენცის და იტალიელ ხალხს, ეროვნულ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს ულოცავს.
„საქართველო აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს იტალიასთან, ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გადაიზრდება ფართომასშტაბიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და იტალიელ ხალხს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.