კობა სუბელიანის ინიციატივა სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით ჩავარდა

ინიციატივას, რომლის თანახმადაც 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა იქნება შესაძლებელი, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეორე მოსმენით მხარდაჭერა აღარ მიიღო.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორმა და ინიციატორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა სუბელიანმა კენჭისყრის წინ განაცხადა: “მშობელთა მუდარამდე მისული თხოვნაა – ბავშვებს, რომელთაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეხებათ, სკოლაში წასვლის შესაძლებლობა მისცეთ”.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მიყვანის შესაძლებლობა იმ ბავშვებს ეძლეოდათ, რომელთაც ექვსი წელი დეკემბრამდე უსრულდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები