ვახტანგ მაისაია: სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს საფრთხე ემუქრებათ
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბებისა და „ისლამური ხალიფატის” გააქტიურების გამო, სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს საფრთხე ემუქრებათ.
„ავღანეთში დაძაბული სიტუაციაა, რაც ჩვენი სამხედრო კონტინგენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის იმიტომ, რომ ავღანეთში თალიბები გააქტიურდნენ და ჩრდილოეთში მდებარე პროვინციები ხელში ჩაიგდეს. ფაქტობრივად, თალიბები ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საზღვრებზე გავიდნენ, რამაც უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებში პანიკა გამოიწვია, რუსეთმა კი სასწრაფო მეთოდებით სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლა. ავღანეთში გამოჩნდა „ისლამური ხალიფატის” დაჯგუფება, რომელიც სამხრეთ პროვინციებში გააქტიურდა, სადაც ქართული სამშვიდობოები არიან დისლოცირებულები, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც გამორიცხული არაა, სამხედრო პროვოკაციები განხორციელდეს. თან ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ტაჯიკეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გადავიდა „ისლამური ხალიფატის” მხარეზე და სირიაში თავის 20-კაციან დაჯგუფებასთან ერთად იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ჯგუფის “მიქსევა” მოხდება, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.