კახა კალაძემ და კომპანია “Anadolu Tasıt Ticaret A.S.”-ის ჯგუფის კოორდინატორმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია “Anadolu Tasıt Ticaret A.S.”-ის ენერგეტიკული ჯგუფის კოორდინატორმა ტუგბან იზზეტ აქსოიმ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ხელედულაზე „ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.