თინა ხიდაშელი: მე ვფიქრობ, პრემიერის განცხადება ძალიან ნათელი და გასაგებია’
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებას ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერის განცხადება ძალიან ნათელი და გასაგებია. ” მე ვფიქრობ, პრემიერის განცხადება დღეს ძალიან ნათელი და გასაგებია, რომ ეს არის სამართლებრივი სივრცე, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა რეზიდენცია. ის არის მზადყოფნაში, დასრულებულია, ელოდება პატრონს და ახლა უკვე პატრონის გადასწყვეტია, მიიღებს თუ არა. სულ ეს არის და მეტი არაფერი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ბევრი კომენტარი აქვს გაკეთებული და ჟურნალისტებს შეუძლიათ ძველი კომენტარებით ისარგებლონ.