ხიდაშელმა ავღანეთიდან დროშა მარგველაშვილსაც ჩამოუტანა
თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მან ავღანეთიდან სამი დროშა ჩამოიტანა, აქედან ერთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა, მეორე კი უმაღლეს მთავარსარდალს გადასცა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ პრემიერმა დღეს საქართველოს დროშის სახით საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული საჩუქარი მიიღო.
რაც შეეხება მესამე დროშას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთი თავად დაიტოვა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ სამხედრო ბაზებზე გვქონდა დროშის შექმნის ცერემონიალი. ეს ერთგვარი რიტუალია, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ან მთვარსადლის ვიზიტის დროს ჩვენი სამხედრო კონტიგენტი ახორციელებს.
შესაბამისად, მე ჩამოვიტანე სამი დროშა, რომელიც ავღანეთის სამხედრო შენაერთების განლაგების ადგილზე ფრიალებდა.
ერთი საჩუქრად გადაეცა ბატონ პრემიერს, მეორე არის მთავარსარდლისთვის, მესამე კი შეინახება ჩემთან თავდაცვის სამინისტროში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საჩუქარია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დროშა გამოუგზავნეს. სამხედროების საჩუქარი მთავრობის მეთაურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საჩუქრის მიღება მისთვის დიდი პატივია.