„სახელმწიფოს განვითარებისთვის პროკურატურის რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი საჭიროება“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროკურატურის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანეს საჭიროებას წარმოადგენს.
როგორც პრეზიდენტმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გამართული დებატების დროს განაცხადა, სახელმწიფოს განვითარებისთვის პროკურატურის რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი საჭიროება.
“სახალხო დამცველის ანგარიშში ჩვენ ვხედავთ, რომ წინ არის წამოწეული სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ქმედებები. ეს დაკავშირებულია პროკურატურის რეფორმირების საკითხთან. ეს რეფორმა ნამდვილად განსახორციელებელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.