„ახლა ეროვნული ბანკის რეორგანიზაციის დრო არ არის“

„ახლა ეროვნული ბანკის რეორგანიზაციის დრო არ არის. ის სტრუქტურა და მოდელი, რაც წარმოდგენილია ახალ კანონპროექტში მართვის სახით, ეფექტური ვერ იქნება და საფინანსო სფეროს გაჯანსაღების კუთხით შედეგს ვერ მოგვიტანს“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ექსპერტის განცხადებით, ბანკების ზედამხედველობის ცალკე გატანის სასწრაფო აუცილებლობა, ან მოლოდინები ამ ცვლილების შემდეგ დასაბუთებული არ არის. ჯგერენაიას განცხადებით, პრობლემას წარმოქმნის ახალი ორგანოს მართვაც, რადგან, მისივე განცხადებით, ეს ახალი საბჭო აბსოლუტურად სცილდება მიღებულ ნორმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოები.

„ბანკების ზედამხედველობის სამსახური ჩვენ გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო პერსონალური, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ეს ფუნქციაც ეროვნულ ბანკში გადაიტანეს. ეროვნული ბანკის და ბანკების ზედამხედველობის სამსახურის თანაარსებობის ტენდენცია მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე ყველგან კარგად მიდიოდა 2008 წლის კრიზისმა აჩვენა, რომ რეგულირება არასათანადო დონეზეა. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ტენდენცია იქეთკენაა, რომ ბანკების რეგულირების სამსახური ცენტრალურ ბანკში ბრუნდება, ან იქმნება მეგალეგურატორი. მე ვფიქრობ, რომ ლარის კრიზისს ეს ორგანიზაცია ვერ უშველის. ხომ არ არის ეს ისევ პერსონალური, პიროვნული საკითხი? ბანკების ზედამხედველობის ცალკე გატანა ასე უცებ რატომ გახდა სასწრაფო, რას ველოდებით მისგან, ეს არსად წერია.

ჩვენ ურთულესი 2016 წელი გველის წინ და ამ სიტუაციაში კიდევ რაღაც დაძაბულობის შეტანა შედეგს არ მოიტანს. თუ არადა, ამის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი არგუმენტები და გათვლები უნდა მოვისმინოთ. ერთი საკითხია ამის გატანა და მეორეა კიდევ მისი მართვა. ამის სამართავად უნდა შეიქმნას ახალი საბჭო. ეს ახალი საბჭო აბსოლუტურად სცილდება მიღებულ ნორმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოები და, აქედან გამომდინარე, არის საკითხი დასმული რომ პარლამენტარები და სხვა ადამიანები იქნებიან ამ საბჭოს წევრები, ეს საგანგაშო თემაა. ის სტრუქტურა და მოდელი, რაც წარმოდგენილია ახალ კანონპროექტში მართვის სახით, ის ეფექტური ვერ იქნება და საფინანსო სფეროს გაჯანსაღების კუთით შედეგს ვერ მოგვიტანს“,- აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, ექსპერტის შეფასებით, თუ დღეს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს წარადგენს, ახალი კანონპროექტით მას ეს ფუნქცია ერთმევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები