გიორგი კვირიკაშვილი: ათონელის რეზიდენციის შესაბამის ფასად გაყიდვა რთული იქნება
პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კომენტარს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს.
როგორც მედიის წარმომადგენლებს მან დღეს განუცხადა, ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირად ღირებულია და შენობის შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება.
“ეს შენობა არის ძალიან ძვირად ღირებული, გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირეზე, ამიტომ მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია იქნება ძალიან რთული. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინვესტორთან, მაგრამ მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არ არის. ეს არის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც ჩვეულებრივი საპრივატიზაციო შენობის შემთხვევაში არ იქნებოდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.