ზურაბ აბაშიძე: თუ ტრანზიტად ტვირთი გაივლის, რატომ უნდა გახდეს მათი საკუთრება?
რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოს რკინიგზის საშuალებით საკუთარი ტვირთების ტრანზიტი განახორციელოს და ახალი ამაში არაფერია – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისtებს განუცხადა.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საქართველოში რკინიგზის საშუალებით რუსული კომპანიების ტვირთების გადაზიდვა წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება.
„ახალი ამაში არაფერია, მუშაობა მიდის. ტრანზიტით ხდება ტვირთების გადაზიდვა. ეს ხდებოდა, ხდება და უფრო მეტი დაინტერესებაა, როგოც ვიცი, რუსული კომპანიებისგან, რომ ეს ტრანზიტული მიმართულებები უფრო მეტად იყოს მათი მხრიდან გამოყენებული”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, რკინიგზის გაყიდვაზე საუბარი არ არის და ასევე, საქართველოს რკინიგზაზე რუსეთის ტვირთის ტრანზიტად გავლა არ ნიშნავს, რომ რკინიგზა რუსეთის საკუთრება უნდა გახდეს. „თუ ტრანზიტად ტვირთი გაივლის, რატომ უნდა გახდეს მათი საკუთრება? ჩვენი რკინიგზა აზერბაიჯანის გავლით ატარებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, რუსულ ტვირთებსაც. წლების მანძილზე ასე ხდებოდა და ამაში ახალი არაფერია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.