მანანა კობახიძე: ათონელზე გადასვლა პრეზიდენტის გადასადგმელი ნაბიჯია

დღეს პრემიერმა ძალიან ცალსახად თქვა, რომ რაიმე სამართლებრივი მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენებას მთავრობა არ აპირებს – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის შესახებ უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს რეზიდენციის შეცვლას არავინ აიძულებს და მისი ნებაყოფლობითი ნაბიჯია ათონელზე გადასვლა.

“თავად მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მუშაობა არ გაეგრძელებინა მიხეილ სააკაშვილის ამ ძალიან პომპეზურ რეზიდენციაში. რაიმე სამართლებრივი მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენებას მთავრობა არ აპირებს. დღეს პრემიერმა ძალიან ცალსახად თქვა ამის შესახებ. არავითარ იძულებაზე საუბარი არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს და ამის გაზვიადებაც არ შეიძლება. აქ საუბარია იმაზე, რომ თავად პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის მისი მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები