რუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა, ქართული პროდუქცია შევიდეს

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საურისას განმარტა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულია იმ პროდუქციის ექსპორტით, რომლის ექსპორტიც რუსეთში ამ დრომდე არ ხორციელდება და ეს საკითხი იქნება მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი თემა.

“ჩვენი განხილვის თემებია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული საკითხები, ასე, რომ ამ საკითხებში ექსპერტის დასწრება, მე ვფიქრობ, ლოგიკური იქნება. მრავალი თემაა განსახილველი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის დაინტერესებული. საუბარია ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში. რაღაც ნაწილი ჩვენი პროდუქციისა ჯერ კიდევ არ გადის და განხილვის სტადიაშია, რომ ეს პროდუქციაც იქნას დაშვებული რუსეთის ბაზაზე. ასობით მილიონის პროდუქცია შეიძლება დამატებით შევიდეს რუსეთის ბაზარზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები