„ზოგადი საუბარი გვქონდა, თუ რა სახით უნდა გასწორდეს საარჩევნო კოდექსი“

 ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სხდომაზე საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც იყო. „სხდომას ჩვენი პარტიის წარმომადგენლების თხოვნით ვესწრებოდი. რაც შეეხება მაჟორიტარების ოლქებს, ზოგადი საუბარი გვქონდა, თუ რა სახით უნდა გასწორდეს საარჩევნო კოდექსი, იმისათვის, რომ ის შესაბამისობაში იყოს მოყვანილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ამასთან, დაკავშირებით პარტიის პოზიციაც მალე ჩამოყალიბდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები