საგარეო საქმეთა მინისტრი რაულ ხაჯიმბას მიერ აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსისთვის დავალების მიცემას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რაულ ხაჯიმბას მიერ აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსისთვის დავალების მიცემას ეხმაურება. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ამ ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
“ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს აბსოლუტურად არალეგალურ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მასშტაბურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ეს ნაბიჯიც არის ე.წ. განხორციელების კონტექსტში ამ ხელშეკრულების ფარგლებში. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ანატოლი ხრულიოვი ერთიანი თავდაცვითი კონტურის შექმნას გეგმავენ. ხაჯიმბამ ხრულიოვი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგინა და კონკრეტული დავალებები მისცა. ეს, ძირითადად, რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ იმ ნაწილის შესრულებას ეხება, რომელიც შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო დაახლოებას და თავსებადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები