საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ ბრძანებას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს თანხმობის მისაღებად 2015 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება წარუდგინა, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში, სწრაფი რეაგირების ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფის, ხოლო მალის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ერთი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს.