ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერს შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პრემიერი მხოლოდ პარლამენტის სხდომებზე ჰყავს ნანახი. მისივე თქმით, ნორლანდი დაინტერსდა, თუ რატომ მიიღო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება.
„მქონდა შეხვედრა აშშ-ს ელჩთან, მას აინტერსებდა თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ცხადია, ეს საკითხი მედიაში მთავარი თემაა და ბუნებრივია ელჩი დაინტერსდა. ვისაუბრეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. რაც შეეხება, ღარიბაშვილს, მე არსად არ შემინიშნავს“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ