მაია ცქიტიშვილი: დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები
დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ცქიტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების მმართველობის ორ წელს ეხება, საქართველოს მთავრობის კომენტარებს წარმოადგენს.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ საკმაოდ ბევრი გააკეთა საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში და ანგარიშში ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნებს არ იზიარებენ.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.