გედევან ფოფხაძე ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის ინფორმაციით დეპუტატი გედევან ფოფხაძე ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ფრაქციის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ფოფხაძე პარლამენტში უმრავლესობის წევრია, მაგრამ ის აქამდე არც ერთ ფრაქციაში არ იყო გაწევრიანებული.