ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს

„მსოფლიოში ინტერესთა გადანაწილების ახალი ეტაპი დაიწყო, საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ნეოკოლონიზაციას“ – ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე იმ განცხადებაში აღნიშნავს, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გვედრზე გამოაქვეყნა.

როგორც მამალაძე აღნიშნავს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაწილი არ უნდა გავცვალოთ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანების დანაპირებზე.

მისი თქმით, არ შეიძელბა საფრთხე შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას და სათამაშოდ გამოგვიყენონ გლობალურ დაპირისპირებებში. ამასთანავე, მამალაძეს მიაჩნია, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად უნდა ვაქციოთ და ვითანამშრომლოთ მასთან, ვინც პარტნიორად მიგვიჩნევს და მეგობრობას გვთავაზობს. „კვირა“ ლევან მამალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა. დიდი დავით აღმაშენებლის და თამარისეული ქართული რენესანსის შემდეგ, გიორგი ბრწყინვალის ჟამის დასასრულიდან, საქართველო მუდმივად დამოუკიდებლობის დაკარგვის და მოპოვების რეჟიმში იყო. რუსეთის იმპერიის პროვინციად ვიქეცით, მაგრამ სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლა ჩვენ წინაპრებს არ შეუწყვეტიათ და 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ასევე თბილისში, როგორც კავკასიის ცენტრში, საკუთარი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა. აღთქმული დაპირებების მიუხედავად, დასავლეთმა საქართველოს დახმარება არ აღმოუჩინა და ჩვენი ქვეყანა წითელმა არმიამ დაიკავა. დემოკრატიული საქართველოს მთავრობა ემიგრაციას მიეცა. მიუხედავად საბჭოთა პერიოდის მარქსისტული იდეოლოგიისა, საქართველომ მაინც შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობისთვის ლტოლვის სურვილი, შეინარჩუნა ენა და განავითარა კულტურა. მაშინაც კი, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ,რაც 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოიხატა. ზვიად გამსახურდიას , მერაბ კოსტავას და სხვა მოღვაწეთა როლი განსაკუთრებულია ამ საქმეში, რომელთაც დამოკიდებლობისთვის ბრძოლა ხალხისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად აქციეს. კარგად მახსოვს, რა აღტკინებით ვიდექით 9 აპრილს, ტანკებმა და ხელკეტებმა ვერ გატეხა ქართული სული, ასე სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ სანუკვარი დამოუკიდებლობა. მოჭარბებულმა პატრიოტიზმმა, სახელმწიფოებრივი მმართვის გამოუცდელობამ და შეცდომბმა ეთნიკური დაპირისპირების მორევში ჩაითრია საქართველო. ერთ დროს ჩვენტვის უახლოეს აფხაზებთან და ოსებთან სისხლიან დაპირისპირებაში აღმოვჩნდით. რა თქმაუნდა, იმპერიულმა ძალებმა, ხელი შეუწყეს ამ დაპირისპირებას, რასაც შეიარაღებული ამბოხი , ეროვნული ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო ომი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ყოველივეს მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ, რათა შეცდომები არ გავიმეოროთ,ისტორიულ მეხსიერებას მოვუხმოთ და კონფლიქტების მოგვარება შევძლოთ. შევარდნაძის მმართველობა, ბევრ პრობლემას უკავშირდება, მაგრამ სწორედ მაშინ მიიღო საქართველომ რეალური საერთაშორისო აღიარება, ჩაერთო მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში. საქართველომ შეიძინა უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მართვის ამორფულობამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, საფუძველი შექმნა პოლიტიკური მღელვარებისთვის. უცხოეთიდან დაფინანსებულმა ძალებმა, მოახდინეს ვითარების ესკალაცია, დაარბიეს პარლამენტი და ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. სააკაშვილის რეფორმებით, ქვედა რგოლებში კორუფცია შემცირდა. სანაცვლოდ მაღალ ეშელონებში გარიგებებმა, საქართველოს სტრატეგიული რესურსების და ობიექტების მისაკუთრებამ, სახელმწიფოს საზიანოდ გასხვისებამ, არნახული მასშტაბები შეიძინა. სააკაშვილიმა დიქტატორული რეჟიმი ჩამოაყალიბა. ქართული საზოგადება დაჰყო და დააპირისპირა, ქვეყანა ერთ დიდ სატუსაღოდ აქცია. ადამიანის შეურაცხყოფა, უკანონო დაპატიმრება და განადგურება, ჩვეულ საქმედ იქცია. საერთაშორისოდ აღიარებულ იადამიანების უფლებები და პრესის თავისუფლება, პიროვნულ ყაიდაზე მოირგო. საზოგადოება ვირტუალურ სამყაროში აცხოვრა. პირადი ამბიციების გამო გაიხლიჩა ყვეყანა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა ბურუსში მოაქცია. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ხალხის გაერთიანება და ზესახელმწიფოების დარწმუნება, რომ ქართველი ერი ვეღარ მოითმენდა შეურაცხყოფას და ძალადობას. სააკაშვილისეული ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი გახადა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სისხლიანი რეჟიმი არა რევოლუციითა და ნგრევით შეიცვალა, არამედ არჩევნების გზით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატაბილურობისთვის და მომავლისთვის. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენა შერჩევითად გახორციელდა და ვერ შეიძინა დანაპირები მასშტაბები. უამრავი პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები კი, წართმეული ბიზნესის დაბრუნებას. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საექსპორტო პროდუქციის გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა, რაც გაამყარებს ლარის კურსს და მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს. გაიზრდება სახელმწიფო შემოსავლები, შეიქმნება ხელფასების და პენსია- დახმარებების გაზრდის სფუძველი. მინიმუმამდე დავა საკრედიტო აბლაბუდაში მოხვედრილ მოქალაქეთა რაოდენობა. მსოფლიოში ინტერესთა გადანაწილების ახალი ეტაპი დაიწყო, საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ნეოკოლონიზაციას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაწილი არ უნდა გავცვალოთ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანების დანაპირებზე. არ შეიძელბა საფრთხე შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას და სათამაშოდ გამოგვიყენონ გლობალურ დაპირისპირებებში. ჩვენი ნეიტრალიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად უნდა ვაქციოთ და ვითანამშრომლოთ მასთან, ვინც პარტნიორად მიგვიჩნევს და მეგობრობას გვთავაზობს. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა სამშობლო, დემოგრაფიული პრობლემები ეროვნული კატასტროფის წინაშე გვაყენებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბედის ანაბარა დავტოვოთ ჩვენი მოქალაქეები, პოლიტიკური დაპირისპირებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ქვეყანა დაცარიელდეს. გამოსავალი ერთია! ყველამ ერთად გამოვაცხადოთ ეროვნული შერიგება, მივუტევოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს. მხოლოდ მათ გარდა, ვინც სისხლში გაისვარა ხელი. დავიწყებას მივცეთ პილიტიკური წყენა და დაპირისპირება, უმთავრეს ამოცანად, ეროვნული შერიგება ვაქციოთ. ასეთივე განცდით მივმართოთ ჩვენ აფხაზ და ოს ხალხს. ურთიერთპატივისცემა გავხადოთ ურთიერთობისა და თანაცხოვრების საფუძვლად. საერთო ეროვნული შერიგება, იქნება ტოლფასი დიდგორის გამარჯვებისა! ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, სადაც სოფელში გლეხს დაედგომება, ქალაქში შრომა და წინსვლა იგრძნობა,დავძლევთ მამამარჩენალის ძიების სინდრომს და ჩვენი მოქალაქეები იამაყებენ საკუთარი ქვეყნით და წარმომავლობით. როგორც დიდმა ილიამ თქვა, უფალმა გვიბოძა ჩვენ მამული, ენა, სარწმუნოება. ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ეროვნული საყრდენი! ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის საფუძველი! გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვუერთგულოთ ჩვენ სამშობლოს. გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უფალმა დაგლოცოთ და გაგავაძლიეროს!”,- წერს ლევან მამალაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები