გიგლა ბარამიძემ ყოფილი “ნაციონალები “ოჩოპინტრეს შეადარა

„არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობის” ერთი, ორი თუ ათი წევრი ოჩოპინტრესავით სად გადახტება და გადმოხტება“, – ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე „ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრის წამოსვლის ფაქტს.

ბარამიძის განცხადებით, მთავარია, რომ არცერთ მათგანს დამნაშავე რეჟიმის ჩამოყალიბებისათვის ქართველი მოსახლეობის წინაშე ბოდიში არ მოუხდია:

„ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ხელმეორედ დაუჭირეს მხარი პარტიის თავმჯდომარედ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის და გენერალურ მდივნად დამნაშავე ვანო მერაბიშვილის დანიშვნას და ამით გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის თანამონაწილე. ასე რომ, ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე „ნაციონალებად!” – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა – პავლე კუბლაშვილმა, სერგო რატიანმა, გიორგი მელაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ პარტია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები