გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია ნათქვამი.
„ჩემთვის დიდი პატივია, გულწრფელად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პოლონეთის რესპუბლიკასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ქვეყნების საერთო კეთილდღეობითვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.