ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილ თანაპარტიელებს: ამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, ყოფილ თანაპარტიელების დღევანდელ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. ჩიორა თაქთაქიშვილი უკმაყოფილობას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის განცხადების თაობაზე და აცხადებს, რომ: „ამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან? ეს 2 დღის წინ ვერ თქვეს?“ – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პარტიიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა პარტია დატოვა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები