ზურაბ ჯაფარიძე პროფესიონალთა მოზიდვას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიიდან წასვლის შესახებ დამატებითი ახსნა -განმარტების გაკეთებას აღარ აპირებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ამ ეტაპზე ისინი ინდივიდუალურად ხვდებიან სხვადასხვა ადამიანებს. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ისინი კონსულტაციებს არ მართავენ არც პოლიტიკურ და არც არაპოლიტიკურ ჯგუფებთან.

“ვეცდებით მოვიზიდოთ თავის საქმის პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანები. ადამიანები, რომელთა ჩართვაც პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი აზრით, არის მნიშვნელოვანი. სწორედ ისინი, დღეს არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ადამიანები, ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამის მიღწევას.

ამ ეტაპზე რაიმე სახის კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფთან არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, არანაირ დამატებით ახსნა-განმარტებას, პარტიიდან ჩვენი წამოსვლის შესახებ ჩვენ აღარ გავაკეთებთ. გარდა იმისა, რაც არის მოცემული განცხადების ტექსტში“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პარტიიდან წამოსვლის მიზეზები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა: გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ 25 მაისს პარტია დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები