ლევან ბერძენიშვილი: შეიძლება ყველაფერი მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაიშალოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ჩვეულებრივ დინამიკურ პროცესად აფასებს. ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაიშალოს. დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული პოლიტიკის ისტორიაში მომხდარი მსგავსი ფაქტები მოიყვანა მაგალითად.
„თვითონ გაერკვევიან, ვინ სად იქნება. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ეს ქართული პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღის თემაა. შეიძლება ყველაფერი მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაიშალოს, იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო და არ იყო მისი პარტია, არ იყო ასლან აბაშიძე და არ იყო მისი პარტია, არ არის მიშა და არ არის მისი პარტია, მაგრამ აქვს ნიშნები ისეთივე, როგორიც სხვებს აქვს. მათ პრობლემები აქვთ და, როგორც ჩანს, განახლება სჭირდებათ,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს.