რიჩარდ ნორლანდი: ეს არის პროექტი, რომლითაც ყველა ქართველმა უნდა იამაყოს

ეს არის პროექტი, რომლითაც ყველა ქართველმა უნდა იამაყოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ დღევანდელ ფორუმზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებიან და მათ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო სახელმწიფო მინისტრის, როგორც ამ პროექტის ლიდერის როლი. ეს არის პროექტი, რომლითაც ყველა ქართველმა უნდა იამაყოს. მოხარული ვარ იმითაც, რომ დღეს ამ ფორუმზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი დღეს გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით უკვე მიმართა. ღონისძიებები 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები