ირაკლი ღარიბაშვილი: გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ
გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა პარტიიდან გასვლის საკითხს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს არ დაკონკრეტებია, თუ რა ჯგუფებზეა საუბარი.
“გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.