ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა

დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, საქართველოში არ ბრუნდებიან.

“ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, ეს არის ჩვენი რესურსების არასწორად გამოყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. რამდენიმე თვის წინ დავამუშავეთ თითოეული რეგიონის პოტენციალი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, ეს არის ბუნებრივი და სხვა რესურსები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, საქართველოში არ უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები