პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა – ფოტოკოლაჟი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღემ რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი.
„მიუხედავად 70-წლიანი წყვეტისა, დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ეს ჩვენი დიდი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია. ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს. დღეს საქართველო დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. რა თქმა უნდა გვაქვს სირთულეები, მაგრამ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ გზას. ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რიგის სამიტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნდობა საქართველოს ხელისუფლებისა და მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.
“მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. ჩვენ ამის ყველა რესურსი გვაქვს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ერთად დგომა, საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვა. სწორედ ერთიანობამ და ნამდვილმა პატრიოტიზმმა მოგვიყვანა დღემდე და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

20428_858013634289714_7993527802043104814_n 10468086_858013774289700_2473444148268935135_n 11017542_858013944289683_2666645105572002814_n 11048688_858013690956375_6019438983129955705_n 11150745_858013700956374_4638517109444807342_n 11377207_858013767623034_3748114619599198465_n

10988511_858013867623024_7935875670474151576_n 10996949_858014140956330_2270093833908272174_n

10389989_858014134289664_2059832653066652074_n  11070539_858014190956325_6825184832269077183_n 11350639_858014184289659_8474529442537056961_n10403158_858014137622997_3718254025868943279_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები