სააკაშვილის ადვოკატი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ აღამასრულებელ მდივანს აკრიტიკებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრის წასვლის ფატს ტრაგედიად არ მიიჩნევს. თუმცა, მას პარტიის წევრების წამოსვლის ფორმა არ მოსწონს. როგორც კახიძემ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მას არ მოეწონა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების ფორმა.
„რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების, ასეთი რაღაცეები ზოგადად ხდება, ეს ტრაგედია არ არის. უბრალოდ მე არ მომეწონა ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. ფორმაში ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, ამ შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძეზე ვსაუბრობ, მას აუცილებლად უნდა გამოეყენებინა შიდაპარტიული რესურსები იმისთვის, რომ თუ რაიმე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, დაეყენებინა საკუთარი აზრი და დაეცვა თავისი პოზიცია.
ალბათ, არ არსებობს არათუ პოლიტიკური პარტია არამედ, პატარა საამმართველოც კი, სადაც მუშაობს 10 ადამიანი და იქ არ იყოს აზრთა სხვადასხვაობა, არ იყოს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე განსხვავებული შეხედებულებები. თუ ამას ადამიანი გაექცევი და პრობლემის მენეჯმენტს ვერ მოახერხებს, ბუნებრივია, შემდგომ ცალკე წარმატების მიღწევა უფრო გაუჭირდება.
ამავე დროს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი თავის პოზიციას, როდესაც მას უცხადებენ ნდობას, გაამწესებენ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე, მან უნდა შეუთანხმოს გუნდის წევრებს მისი გადაწყვეტილება და შემდგომ გადადგეს ამ თანამდებობიდან. არჩეულიყო ახალი აღმასრულებელი მდივანი და შეთანხმებულად, მშვიდად წასულიყო თანამდებობიდან და არა ასე ფორსირებულად და სპონტანურად, ასეთი რაღაცა საერთოდ არ მსმენია მე“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები