ზურაბ ბიგვავა: „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას

 ექსპერტ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ უკუსვლის პროცესი იწყება. როგორც ბიგვავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, პარტიიდან 4 წევრის წამოსვლის ფაქტით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხადამჭერებსაც დაკარგავს. „რა მიზეზიც არ უნდა დაასახელონ ოთხშაბათს ამ ადამიანებმა, ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან დიდი დანაკარგია, უფრო მეტიც, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა, რომელიც რეალურ შედეგებს გამოიღებს არჩევნების დროს. თუ ეს ყველაფერი ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია, მე მაგალითად, ტაშს დავუკრავდი ხელისუფლებას მის ეფექტურ ქმედებებში. მე არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა მოიმატა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რაც მოხდა, არ არის უმნიშვნელო ფაქტი. ასეთი რამ არ მომხდარა „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს ძალიან სერიიოზულ მხარდდაჭერას. ეს იქნება მათი უკუსვლის პროცესი“, – განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები