ვანო მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებზე: ეს პარტიები იქმნება იმისთვის, რომ ივაჭრონ

თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ დისტანცირება არ გააკეთა თავის წარსულთან, თავის ლიდერთან სააკაშვილთან და არ იპოვა ახალი ფორმა,  ოთხკაციანი მცირე ჯგუფებით გადარბენები არაფერს არ ცვლის, – ასე აფასებს ანალიტიკოსი, ვანო მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის წევრების წასვლის ფაქტს.
როგორც მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, ასეთი პარტიები იქმნება იმისთვის, რომ ივაჭრონ. მისივე თქმით, ამ პოლიტიკოსებს რეიტინგი არა აქვთ, მაგრამ ისინი დეპუტატები არიან, აქვთ ადგილები პარლამენტში და შეუძლიათ „ივაჭრონ“.
„პარტიებში ხალხი მიდის-მოდის. ბევრი ადამიანი გამოჩნდება კიდევ, ვისაც სურვილი ექნება, რომ მსგავსი პარტიები ან პოლიტიკური მოძრაობები შექმნან იმისთვის, რომ მოხვდნენ პარტიაში. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მათი როგორც პოლიტიკოსების რეიტინგი არ არსებობს.
მათ შეიძლება ივაჭრონ, მათ აქვთ ადგილები პარლამენტში, მათ სჭირდებათ 2-3 ადამიანი ფრაქციის შესაქმნელად, გამოჩნდება უახლოეს დღეებში ვინ იქნებიან ამ ფრაქციის წევრები. აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, ცხადია ეს პარტიები იქმნება იმისთვის, რომ ივაჭრონ. ფაქტია, რომ პარტიები ვერ იქმნება, თუ არ არის ფინანსური მხარდაჭერა. მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში და აქვთ ადგილი პარლამენტში. გამოჩნდება, ვინ შექმნის მათთან ერთად ფრაქციას და ვინ იქნება მათი დამფინანსებელი. ცოტა უხერხულია, როდესაც აღმასრულებელი მდივანი მიდის თანამდებობიდან ასეთ გაუგებარ გარემოებებში, მაგრამ ეს ასე არ ხდება, ელემენტარულად უნდა შეეცადო ამას ფორმა და შინაარსი მისცე.
თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ დისტანცირება არ გააკეთა თავის წარსულთან, თავის ლიდერთან სააკაშვილთან და არ იპოვა ახალი ფორმა,  ოთხკაციანი მცირე ჯგუფებით გადარბენები არაფერს არ ცვლის. აქ უბრალოდ ისინი ცდილობენ თავისი ადგილი დაიმკვიდრონ და ივაჭრონ შემდგომში“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები