გრიგოლ ვაშაძე: შეთქმულების თეორიებს ნუ ავაგებთ
საგარეო საქემთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ 4 წევრსა და მის ორგანიზაცია „ივერიას“ შორის კონსულტაციებს უარყოფს.
როგორც ვაშაძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა, წარმოდგენა არ აქვს, რატომ წამოვიდნენ პარტიიდან მისი ყოფილი თანაგუნდელები, თუმცა, სამომავლოდ მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
“წარმოდგენა არ მ აქვს რატომ წავიდნენ, წარმოდგენა არ მაქვს, სად მიდიან, მაგრამ ალბათ ყველამ ამას უნდა შევხედოთ როგორც ნორმალურ, ცოცხალი პოლიტიკურ პროცესს. ზოგი ტოვებს პარტიას, ზოგი წევრიანდება, ალბათ ფიგურანტები თავად იტყვიან ხვალ დილას, თუ რა იყო მათი წასვლკის მიზეზი.
არასოდეს ჩვენ არცერთ ამ 4 პოლიტიკოსთან არც ორგანიზაციული, არც პოლიტიკური, არც სხვა რაიმე სახის მოლაპარაკება, კონტაქტი, შეხება და ა.შ. ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერი არ არის, როდესაც ღირებულებები ემთხვევა.
შეთქმულების თეორიებს ნუ ავაგებთ. ნუ დავუჯერებთ გავრცელებულ ინფორმაციებს, რადგან ხშირად არაბუნებრივი ზღაპრები ვრცელდება ხოლმე. შეიძლება მოხდეს მოლაპარაკებები მომავალში ისევე, როგორც სხვა პროდასავლურ ძალებთან. მაგრამ სრულებით გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ეტაპზე ჩვენ შორის არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული წევრების ორგანიზაცია „ივერიასთან“ შესაძლო გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, პავლე კუბლაშვილისა და მამუკა კუდავას კიევში შეხვედრის შესახებ.
გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, მისი ორგანიზაციის წევრი, მამუკა კუდავა, კიევში პირადი ვიზიტით იმყოფებოდა და იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები არ უწარმოებია.