საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ პოლიტიკურ სტრუქტურად ყალიბდება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, – ამის შესახებ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც საზოგადოება „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, ის არჩევნებისთვის ემზადება.
“დიახ, ვართ დაკავებულები იმით, რომ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქმნება პოლიტიკური სტრუქტურა, ვესაუბრებით ჩვენ თანამოაზრეებს რეგიონებში. საზოგადოება „ივერია“, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, ჰორიზონტალურად ვითარდება და განსხვავდება ყველასგან იმიტომ, რომ ჩვენ არავის ლიდერს არ ვუნიშნავთ. ჩვენთან ერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. შემოდგომაზე ჩამოყალიბდება სტრუქტურა და უკვე გადავალთ უფრო აქტიურ ფაზაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
როგორც საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებლმა აღნიშნა, თუ ვისთან ითანამშრომლებს ახალი პარტია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები