ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ადგილობრივებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველებთან ერთად აღნიშნეს.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების ეგიდით ღონისძიება მოეწყო, რომელიც ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიესალმა ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 მაისთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში საქართველოს დროშა გაიშალა. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და ბორჯომის სახალხო ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ბორჯომი” ესწრებოდნენ. ანსამბლი ამჟამად ლიტვაში საქართველოს სახელით იმყოფება, სადაც საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის კვირეულში ღებულობს მონაწილეობას. ვაჟთა ანსამბლი ლიტვაში ქართულ ფოლკლორსა და მის მდიდარ ტრადიციას ფესტივალის განმავლობაში წარმოაჩენს.