ვახტანგ გომელაური: ვისურვებდი, მომავალი დამოუკიდებლობის დღე გამთლიანებულ საქართველოში აგვეღნიშნოს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა.
შსს-ს საგამოფენო კუთხე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერა. გომელაურმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ვისურვებდი,რომ მომავალი დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში აგვეღნიშნოს. ჩვემს სამინისტროს გამოფენილი აქვს ტირი, შეიარაღება, საპატრულო პოლიცია, ჯავშანტრანსპორტი. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა დასათვალიერებლად“, – განაცხადა მინისტრმა.