ბელორუსიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “ბელორუსია და საქართველო დიალოგს აღრმავებენ, ისინი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის უმაღლესი დონის მიღწევას ცდილობენ. ბელორუსიის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი მცდელობა, რაც მეგობრობის ტრადიციებსა და ნდობაზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვნად გააფართოებს ბელორუსიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას”, – წერია ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებულ მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები