აშშ-ის შეიარაღებული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში მონაწილეობენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, აშშ-ის არმიამ საზეიმო ღონისძიებებში იმ ქართველ სამხედროებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, რომლებთან ერთადაც სამხედრო წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი“ გაიარა. ელჩი ნორლანდი ამერიკელი და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მიესალმა და რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში მსხვერპლისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ელჩმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე.