ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე ფეხით გაისეირნა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პირადად დაათვალიერა. პრემიერმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ ჟურნალისტებს მიულოცა და მათ მეტი თავისუფლება უსურვა.

“მინდა, პირველ რიგში, ჟურნალისტებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მეტი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გაძლიერება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსთვის. ასევე ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ეს არის ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული და ყველას გვიხარია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის შეფასებითაც, ყველაფერი რაც რუსთაველის გამზირზე ნახა, “მაგარი იყო”.

მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოლიმპიადა ტარდება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ღონისძიების ჩატარებას. იმედი გვაქვს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები