ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხაჭაპურით აღნიშნა

ნატოსს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხაჭაპურით აღნიშნავს.
როგორც აპატურაი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ხაჭაპური მეგობარმა პირდპირ თბილისიდან ჩამოუტანა.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამხარზე ხაჭაპურს მივირთმევ, რომელიც ჩემმა მეგობარმა პირდაპირ თბილისიდან ჩამომიტანა” , – წერს გვერდზე ჯეიმს აპატურაი. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს! თქვენ ეს მოიპოვეთ – არაერთხელ” , – წერს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები