შს მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური “ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, უმჯობესია ამ თემაზე კითხვები თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს დაუსვან.
“ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს და უმჯობესია, მათ ჰკითხოთ, თუ კიდევ აპირებენ რამეს – დატოვებას ან დაბრუნებას. ეს თვითონ მათ უნდა ვკითხოთ”, – განაცხადა გომელაურმა.
“ნაციონალური მოძრაობა” პარტიის ოთხმა წევრმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დატოვეს.