თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩემთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩემთვის საინტერესო არ არის. ერთი ჯგუფი იქნება „ნაციონალები“ თუ ორი ჯგუფი, ისინი არ არიან მმართველი ძალა დღეს და არც მგონია, რომ ოდესმე იყვნენ“, -განაცხადა წულუკიანმა. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა დეპუტატმა – პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს. აღნიშნულზე დეტალურად ხვალ ისაუბრებენ.