ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური – „სააკაშვილის მომხრეები არეულობის მოწყობას გეგმავენ“

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს „საზღვარი“ 25 მაისიდან ჩაკეტილია. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.
„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააკაშვილის რეჟიმის ფაშისტური მიმდევრები გეგმავენ საქართველოში მასობრივი არეულობის მოწყობას ქვეყანაში ქაოსის დამკვიდრების მიზნით, იმის მსგავსად, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რასაც დიდი რაოდენობით ადამინების დაღუპვა მოყვა.
სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს შესაძლო დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რაც სააკაშვილის მომხრეების მიერ მოწყობილმა პროვოკაციებმა შეიძლება გამოიწვიოს, ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადმოსვლის თავიდან ასაცილებლად, სამხრეთ ოსეთის შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს საზღვარზე მოძრაობის შეჩერების შესახებ მდგომარეობის ნორმალიზაციამდე“, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსხურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები