ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე შეხვედრა ჩატარდა (ვიდეო)

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე შეხვედრას დაესწრნენ.
შს სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ინციდენტებზე, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში მოხდა. საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართებისა და რკინის ღობეებით გამოწვეულ პრობლემებს. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტები, რამდენიმე თვის წინ ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის – დავით ბაშარულის გარდაცვალების ფაქტზე რუსეთის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის საკითხი, ასევე რომან შიტიკოვის და გრიგორი ნალბანდოვის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები