ვახტანგ გომელაური: ომბუდსმენის ინსტიტუტთან არანაირი პრობლემა არ გვქონია

თუ უჩა ნანუაშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას, აუცილებლად გადავამოწმებთ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს სახალხო დამცველის აპარატთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. „ამ ინსტიტუტთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არანაირი პრობლემა არ გვქონია. არ ყოფილა შემთხვევა, პრეტენზია ყოფილიყო და ჩვენ არ შეგვესრულებინა. მე არ ვიცი, რაზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი. თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, აუცილებლად გადავამოწმებთ“, – განაცხადა გომელაურმა.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი აპარატის რეკომენდაციებს ყველაზე ნაკლებად ძალოვანი უწყებები ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები