ოკუპანტებმა ხაშურიდან ორი მოქალაქე გაიტაცეს
ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ამჯერად რუსმა ოკუპანტებმა სოფლების – ბროლოსანსა და წეღვერის მცხოვრებლები გაიტაცეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გატაცებულია ორი ადამიანი. რომლებიც, მათივე ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შალვა ენუქიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალში 13 დაკავებული იმყოფება.