შსს გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში გზები გადაიკეტება. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე – ღონისძიებების დასრულებამდე ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. 24 მაისს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის , უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის , დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის ქუჩაზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები