“პერიოდულად ხდება ამ ადამიანების გატაცება, მოლაპარაკებები გაიმართა და იმედია, ჩვენს მოქალაქეებს გადმოგვცემენ”
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ერგნეთში მოლაპარაკებები დღესაც გაიმართა. მინისტრი იმედოვნებს, რომ გატაცებულ მოქალაქეებს საქართველოს მხარეს გადმოსცემენ და სახლებში დაბრუნდებიან.
„ეს პრობლემა არც დღეს და არც გუშინ არ დამდგარა. პერიოდულად ხდება ამ ადამიანების გატაცება. ახლაც მუშაობენ. ჩვენი ანალიტიკური სამსახურია ჩართული. დღესაც გაიმართა ერგნეთში მოლაპარაკებები და იმედია, ჩვენს მოქალაქეებს გადმოგვცემენ და სახლებში დააბრუნებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.