ვახტანგ გომელაური: 26 მაისს სხვადასხვა დეპარტამენტიდან რამდენიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი
26 მაისთან დაკავშირებით, სხვადასხვა დეპარტამენტიდან რამდენიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ სხვადასხვა დეპარტამენტის პროექტები.
„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც გაკეთდა 2014 წელს, სხვადასხვა დეპარტამენტიდან რამდენიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, მობრძანდნენ, დაათვალიერონ. იქნება ტირი, მოძრავი ლაბორატორია და სხვა“, – განაცხადა გომელაურმა.