“ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსი ოკუპანტების მიერ გია სოლოშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგია. ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.
“ეს გახლავთ იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ და იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ამ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად თვლის, ეს არის ძალიან მწარე, მძიმე რეალობა, რაც შეეხება ჩვენს ევროპულ პროექტს, ძალიან ეფექტურად, ძალიან ოსტატურად ვახორციელებთ, ისე, რომ ზედმეტად სახიფათო კონფრონტაციაში რუსეთთან არ შევდივართ, ამას ხედავენ დასავლეთშიც, ჩვენშიც და ოპონენტებიც, რამდენადაც მე ვიცი, დღეს იქნება ერგნეთში შეხვედრა, მოგეხსენებათ, არსებობს სპეციალური მექანიზმი ჟენევის ფორმატის ფარგლებში და ეს კონკრეტული საკითხი იქ იქნება მთელი სიმწვავით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ორი დღის წინ გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის მკვიდრი, 42 წლის გია სოლოშვილი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. ის დუშეთის რაიონში სიდედრის პანაშვიდზე იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები